|
კბთ საზოგადოების ძირითადი მიზანია, საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დანერგვა/გავრცელება. აქედან გამომდინარე, საზოგადოების სპეციფიური მიზნებია: 1. საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის განვითარების ხელშეწყობა; 2. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე რეფორმებში აქტიური მონაწილეობის მიღება და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში კბთ-ს დამკვიდრება/ლობირება; 3. ფსიქოთერაპიული საქმიანობის ლეგიტიმაციის ხელშეწყობა. ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, საზოგადოების ამოცანებია: 1. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით დაინტერესებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთა შორის ინფორმაციის გავრცელება; 2. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ლობირება თანამედროვე სერვისებში დასანერგად; 3. მომზადდეს და მიღებულ იქნას „კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ“. საზოგადოების საქმიანობებია, საზოგადოების წევრების მიერ საჭირო ლიტერატურის მოპოვება-დამუშავება და გავრცელება; ქართულ ენაზე სასწავლო კურსის შემუშავება და მისი აკრედიტაცია შესაბამისი უწყების (ჯანდაცვის/განათლების სამინისტრო) მიერ; სამუშაო მეთოდების ათვისებისთვის სასწავლო ვიდეო-ფილმების, სახელმძღვანელოების შემუშავება; კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარება; საერთაშორისო კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებებში ინტეგრირება; ხელის შეწყობა, რათა შემუშავდეს - „კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ“ და კანონქვემდებარე სხვა მარეგულირებელი დოკუმენტეის შემუშავება და ლობირება. |
სკბთ საზოგადოების მოკლე ისტორია |
საზოგადოების დაფუძნება და განხორციელებული საქმიანობები 1.2004-2005 წწ. სამხრეთ ლონდონის და მოდსლის ფსიქიატრიის ინსტიტუტიდან მოწვეული სპეციელისტის მიერ ჩატარდა სატრენინგო კურსი ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგებისათვის: ‘კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქოზებისთვის, დეპრესიისთვის და შფოთვითი აშლილობებისთვის’ - საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია (სფჯა) და გლობალური ინიციატივა ფსიქატრიაში (გიფ,); 2. 2006 წ. ქართულ ენაზე გამოიცა წიგნი: „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია“. შემდგენლები: ა. ბეგიაშვილი, ქ. აბდუშელიშვილი (სფჯა) 3. 2009 წ. ჩატარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული სატრენინგო კურსი: „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის“. ავტორი: ქ. აბდუშელიშვილი. (სფჯა) 4. 2010 წ. ივნისი-დაფუძნდა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) 5. 2010 წ. შემუშავებულ იქნა საქართველოში კბთ-სასწავლო პროგრამის პირველადი ვარიანტი 6. 2011 წ. მარტი - ჩატარდა კბთ სასწავლო პროგრამის პირველი ტრეინინგი, „შესავალი კბთ-ში“, პირველი ნაკადის მსმენელთათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების სპეციალისტებისთვის-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის (სკბთს და სფჯა). 7. 2012 წ. ნოემბერი - ჩატარდა კბთ სასწავლო პროგრამის შემდგომი ტრეინინგები, (კბთ ოკა-ს, პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვის და დეპრესიის დროს) პირველი ნაკადის სპეციალისტებისთვის-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის (სკბთს) 8. 2012 წ. აგვისტო - გამოქვეყნდა სტატია „კბთ საქართველოში“ ბრიტანულ ჟურნალში ‘CBT Today’ 9. 2013 წ. იანვარი - ჩატარდა კბთ სასწავლო პროგრამის პირველი ტრეინინგი, „შესავალი კბთ-ში“, მეორე ნაკადის მსმენელთათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების სპეციალისტებისთვის-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის (სკბთ) 10. 2013 წ. იანვარი - ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის საზოგადოებაში (European Association of Behavioral and Cognitive Therapy-EABCT) გაწევრიანების გზაზე, სკბთ-მ დაიწყო თანამშრომლობა უკრაინის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ინსტიტუტთან (ხელმძღვანელი, პროფ. ოლეგ რომანჩუკი), ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამის საქართველოში განხორცილების მიზნით 11. 2013 წლიდან დაიწყო მუშაობა სკბთ-ს სტანდარტების EABCT-სთან შესაბამისობაში მოსაყვანად: განახლდა სკბთს წესდება; საბოლოო სახით დასრულდა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო პროგრამაზე მუშაობა 12. 2013-2014 წლები - ჩატარდა კბთ სასწავლო პროგრამის შემდგომი ტრეინინგები (კბთ ოკა-ს, პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვის, იპოქონდრიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების და დეპრესიის დროს) მეორე ნაკადის სპეციალისტებისთვის-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის (სკბთს). 13. 2013 წლის დეკემბერი - პირველი და მეორე ნაკადის სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტრეინინგი - „ბიჰევიორული თერაპია - ქცევის გამოყენებით ანალიზი“. 14. 2014 წლის ივნისი - ოქტომბერი - ფსიქოლოგებს ჩაუტარდათ სასწავლო სემინარი თემაზე: „კლინიკური ფსიქიატრიის ზოგადი საკითხები; ფსიქიატრიული აშლილობების ტიპიური ნიშნები და სიმპტომები“. 15. 11.2013-02.2014 სკბთს-ს მიერ განახორციელდა კვლევა - ‘ფსიქოთერაპევტის პროფესიული როლის და ფუნქციების განსაზღვრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მულტიდისციპლინურ გუნდში“. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია. 16. 2014 წ. ოქტომბერი - საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება გახდა EABCT - ს ნამდვილი წევრი. 17. 2014 წ. ნოემბერი დაფინანსდა პროექტი: „საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა“. გიფ-თბილისი |